საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის აღდგენისთვის რამდენიმე კრიტიულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი არის აუცილებელი.
გახარიას თქმით, პირველ რიგში ეს არის როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი გაძლიერდეს.
„ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვენლოვანი კონტროლის წერტილი. პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი და აქ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე გაძლიერდეს კონტროლი თითოეული შემომსვლელი ადამიანის.
თუ აქამდე ეს კონტროლი იყო, ჩვენ გვჭირდებოდა 14-დღიანი, 24 საათიანი კარანტინი, ეს ერთ საათში უნდა იყოს დასრულებული. ამის შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამას უახლოესი პერიოდის განმავლობაში გადაწყვეტს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
