მასობრივი ჰოსპიტალიზაციის შედეგია, რომ დღეს საქართველოში ბევრი მძიმე პაციენტი არ გვყავს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„ერთ-ერთი ქვეყნიდან, ერთმა საპატივცემულო ადამიანმა დამირეკა და მითხრა, იმ ქვეყანაში სადაც ის იმყოფება (არ დავასახელებ) როდესაც სასწრაფოში რეკავენ, მესამე დღემდე არ მიდის, სანამ ფილტვი 75-%-ი არ დაზიანდება, პაციენტი საავადმყოფოში არ გადაჰყავთ. ნუ ახლა, როდესაც ფილტვი 75-%-ი დაზიანდება, მერე იქ პროგნოზი ვერ იქნება. ჩვენ ამას ცოტა ადრე ვეხმარებით. ამდენად, ჩვენ რომ ბევრი დამძიმება არ გვაქვს, ეს არის იმის შედეგი, რომ მასობრივი ჰოსპიტალიზაცია ხდება“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
კომენტარები
