საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს, რომელიც ასევე ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს ბოჭორიშვილის კლინიკაში განუცხადეს, მესამედ ჩატარებული „პისიარ“ ტესტირების შედეგად მედიკოსს „კოვიდ 19“ არ დაუდგინდა.
მედიკოსი ამ დრომდე კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში, იზოლაციაში იმყოფებოდა.
მან ბოჭორიშვილის კლინიკა უკვე დატოვა.
კომენტარები
