მეორე დღეს დარეკეს ადვოკატთან, დილის ცხრა საათზე გარდაიცვალაო, ახლობლებს გააგებინეთო, მე ვერ აღვწერ იმ ტკივილს… გარეთ ხმისჩახლეჩამდე მომკივანი დედა და და გველოდებოდა…. – ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“ესეც კინოაა შე ჩასაძაღლებელოო სააკააშვილოო? თამაზ დადვანი… ყაჩაღობაზე გაასამართლეს, უდანაშაულო იყო, ექსპერტიზები გააყალბეს, ბოლომდე სჯეროდა რომ სიმართლეს გაიტანდა, სულ მეუბნებოდა ციხე ვერ გამტეხავსო, თავს ნუ შეაწირავ მეთქი სულ ვარიგებდი, ვხედავდი შეუპოვარი და პრინციპული იყო…. არ ეპუებოდა არ უთმობდა…
უზენაესის განაჩენის შემდეგ მშობლებმა დამირეკეს ძალიან ცუდად არის შედი ნახეო, რომ შევედი სავადმყოფოში იყო, დაბერებული 23 წლის, 50 წლისას გავდა, ფეხზე იდგა ძლივს, მთხოვა ჩემი შეყვარებულის სურათები დამრჩა საკანში ის წაიღონ იქიდან ჩემებმა, დაჟინებით მთხოვდა. რაღაც ტაბლეტებს მასმევდნენო, ბოლოს რომ დავუძლურდი აქ გადმომიყვანესო, მეორე დღეს შევედი, რეანიმაციაშია, ტუბერკულიოზი აქვს არ შეხვიდეო, ნიღაბი მოვითხოვე, არ მოგვცეს, მე და მეორე ადვოკატი, მაია დონაძე ვიყავით ერთად, ექპერტიზისთვის მისი ხელმოწერა მჭირდებოდა, უნდა მენახა…. არ ეგონათ მაინც რომ შევიდოდით რეანიმაციაში, გამიკვირდა ასე უცბათ როგორ მოხვდა იქ, კარი შევაღე არავინ იყო, “რენიმაცია” იყო რკინის საწოლზე სასიკვდილოდ გადადებული პატიმრები….
შევედი. თაზო-მეთქი დავუძახე, ყელში რაღაც მომებჯინა ცუდად გავხდი… თვალი გაახილა, მომიწერე ხელი ექსპერტიზას ვატარებ გაგიყვან აქედან მეთქი, ხელი მოვკიდე და მოვაწერინე, ახლა ხომ დამტკიცდება სიმართლეო მითხრა, გადავაფარე, გვერდზე მისიანების შემოგზავნილი თეთრეული ედო ხელუხლებელი… გამოვედით …
ხმაამოუღბლად, ექიმი ვნახე მისი, თვალები გაუფართოვდა, იქ რა გინდოდათო, ვინ შეგიშვათო, ეს არის მეთქი თქვენი რეანიმაცია, მიხედეთ თეთრეული მაინც დუგეთ, წამალი მაინც დაალევინეთ მეთქი……. მეორე დღეს დარეკეს ადვოკატთან, დილის ცხრა საათზე გარდაიცვალაო, ახლობლებს გააგებინეთო, მე ვერ ავღწერ იმ ტკივილს ….იმ ზარს, რომლის განხორციელებაც ჩვენ მოგვიწია…. დავრეკეთ, შევედით… გარეთ ხმისჩახლეჩამდე მომკივანი დედა, და და გველოდებოდა….
ციხიდან ვეღარ გამოვდიოდი, რა მეთქვა, რატომ რატომ…… რატომ მოხდა ასე?… ძლივს გამოვლასლადით, დამ შემომყვირა მიშველეო… ახლაც ყურებში მაქვს ის ხმა… ბორდიური იყო, ჩამოვჯექი კი არა, დავეცი თითქოს…. ერთდერთი ჟურნალისტი ვისაც შეეძლო ხმა ამოეღო… ნანა ლეჟავას დავურეკე. მოვიდნენ… სიმართლე რომ ვთქვა, ბუნდოვნად მახსოვს მერე ყველაფერი…. მერე… ის მახსოვს გვამს არ ატანდნენ, ხელის მოწერას თხოვდნენ ახლობელს რომ პრეტენზია არ ქონდათ, ისე არ არ ატანდნენ გვამს.. რაღაც საშინელი მარშუტკა იყო…. ეს თაზო არ არისო მესმოდა ყვირილი, შეცვლილი იყო…..
…სოფო დიდი ბოდიში ტკივილი გაგიმძაფრე……. მაგრამ შენც იცი, სულ მინდოდა გაგვეგრძელებინა, არ გვეპატიებინა..
დიმიტრი ლორთქიფანიძესთან დავრეკე, პარლამენტში გატანა ვთხოვე… იურისტი ხარო ექსპერტიზა ჩაატარეთ მაშინ რითი გარდაიცვალაო….. ნანა ლეჟავამ გადაცემაც გააკეთა სადაც მოვყევით რა იყო მათი სანაქებო ციხის რეანიმაცია… რაზეც დაგვიბარა რამოდენიმე ხნის შემდეგ მაშინდელმა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა და ადვოკატებს შეფარულად დაგვემუქრა….
მაგრამ თაზოს რა… ბოდიში, კიდევ ერთხელ მაპატიე, მაგრამ ალბათ, ესეც იმის ნახევარია რაც იქ განვიცადეთ და გადავიტანეთ ყველამ ერთად…”, – წერს ნინო ჯღარკავა.