„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცველებმა ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავეს.
ჩვენი ინფორმაციით, თორნიკე ფარცხალაძე ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული.
მას ჩხრეკისას ერთი აბი „სუბოქსინი“ აღმოაჩნდა.
ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში განგვიმარტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
კომენტარები
