სასტუმროებისთვის, გიდებისთივს, ტუროპერატორებისთვის და რესტორნებისთვის რეკომენდაციები ორშაბათს, 18 მაისს გამოქვეყნდება. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
„ხვალ გამოვაქვეყნებთ სასტუმროებისთვის, გიდებისთვის, ტუროპერატორებისთვის და რესტორნებისთვის შესაბამის რეკომენდაციებს, რომელიც განსაზღვრავს იმ დამატებით მოთხოვნებს და პრევენციულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, რომელიც დარგის მიმართულებით იქნება განსაზღვრული. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს დარგის გახსნას და ეკონომიკის გახსნა იქნება მდგრადი“, – განაცხადა ფერაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეკომენდაციების შემუშავება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და ეს დოკუმენტიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
კომენტარები