ქართველ ხალხს ვკითხოთ, თავის ადგილზე არიან დეპუტატები, მათ შორის, მანანა კობახიძე ვიცე-სპიკერი უნდა ყოფილიყო თუ არა, ვინაიდან, მას არ ვუყვარვართ და მეჭიაური ურჩევნია, ამიტომ გავბედავ და ვიტყვი, რომ ის მის ადგილზე არ არის, – განაცხადა დღეს ჟურნლისტებთან საუბრისას “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, მიუხადავად იმისა, რომ მანანა კობახიძე „ცუდი“ქალი არ არის, თანამდებობისთვის შეუფერებელია.
„ცუდი ქალი არ არის, თბილია, ზრდილობიანი, თავაზიანი, მაგრამ პარლამენტის ვიცე-სპიკერი რა დამსახურებისთვის უნდა იყოს. კობახიძე დაკავებული თანამდებობისთვის ერთ-ერთი შეუფერებელია. მას კვალიფიკაცია არ ჰყოფნის.“- განაცხადა დეპუტატმა.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ კითხვაზე – “კობახიძე თუ ვიღაცა, ახლა უკვე ბრიჯიდ ბარდოს ამჯობინებს”.
„ვიცე-სპიკერმა საკითხი ასე არ უნდა დასვას – მეჭიაური თუ ბერძენიშვილი. ვინაიდან დასვა, ე.ი. ჩემი ხელმძღვანელი აღარ არის და მეჭიაურის ხელმძღვანელია. უსუფაშვილი ამას არ იტყოდა, ის თავისიანებს და სხვისიანებს არ გაარჩევს. კობახიძისგან ეს მეტისმეტი იყო და ამან აჩვენა, რომ კლასი არ არის. ნაწყენი არ ვარ, თუმცა, კითხვაზე – კობახიძე თუ ვიღაცა, ადრე თუ კობახიძეს ვუპასუხებდი, ახლა დავფიქრდები და ვიტყვი, რომ ბრიჯიტ ბარდო ჯობია“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.