შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ – საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული რ. ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, დის ყოფილ მეუღლეს – 1994 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
პოლიციამ ბათუმში, ყოფილი სიძის დაჭრისთვის, ერთი პირი დააკავა
2020/06/02 13:48:51

ნანახია: 490 ჯერ