“პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ტენდენციურობაზე პოსტს აქვეყნებს და მათ, რესპუბლიკელებისა და ნაციონალების მიმართ, მიკერძოებულ პოზიციაში ამხელს:
“მიკერძოებული რუსთავი-2 აქტიურად ქაჩავს რესპუბლიკურ პარტიას. დამატებითი ადგილიც კი გამოუყვეს საარჩევნო დებატებში. იმის მიუხედავად, რომ ხსენებულ ჯგუფს რეიტინგი 0,1%- ი აქვს. ამ წუთებში რესპების გამოსვლა 51 000 მაყურებლიდან, თურმე, 35 %- მოწონს, ნაცების გამოსვლით აღტაცებულია 34, 9%-ი, მხოლოდ 7%-ს ესიმპათიურება “ქართული ოცნება”. რესპებითა და ნაცებით “აღტაცებული” საქართველო მაჩვენეთ. სადაა ეს ” სხვა საქართველო”. რომელ პლანეტაზე?! მოკლედ, ტოტალური ტყუილის ქვეყანაში ვცხოვრობთ”, – წერს ინაშვილი.
კომენტარები