თბილისში, მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულები არიან კინოლოგებიც.
imedinews-ის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი, რომლის დაკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გავრცელებული ცნობით, სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს უკავშირდება.
კომენტარები