მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში, თუმცა მქონდა ზოგადი ინფორმაცია და ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ – განაცხადა “მთავარი არხის” ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ სასამართლოში შესვლამდე.
გიორგი გაბუნია ჩვენების მისაცემად თბილსის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა. ის მისი მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. სუს-ში მისვლაზე გაბუნიამ უწყების მიმართ უნდობლობის მოტივით უარი განაცხადა.
როგორრც ჟურნალისტი ამბობს, მას არ ჰგონია გამოძიებამ კადიროვთან დაკავშირებით დაუსვას შეკითხვები, გარდა ამისა, გაბუნია ამბობს, რომ დანაშაულის მომზადების მოტივი მისი ვარაუდით პუტინის მისამართით გაკეთებული განცხადებები გახდა.
“მთავარი არხის”ჟურნალისტის თქმით, მის მიმართ განხორციელებული თვალთვალის შესახებ მისმა დაცვამ დაახლოებით ორი თვის წინ შეამჩნია.