ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
-„გაგნიძე ბრალს არ აღიარებს. ის არ ეთანხმება დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩავიდა მცხეთაში, თუმცა, სულ სხვა მიზნით. არც ერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება ამირხანაშვილს, მას თბილისში წამოყვანა შესთავაზეს, დიდუბეში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოსვეს”, – განაცხადა სპორტსმენის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.
დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში.
-„სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.