კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ეს შენ გეხება – ნიკა!
ეს მეგისა ქარდავასა და ახალაიების, ადეიშვილისა და მერაბიშვილის ხელის ბიჭი, ეს ყავარჯნიანი კაცების ამბრაზურა ნიკა გვარამია, თამარ ჩუგოშვილს დეგრადირებულს და სამარცხვინოს რომ უწოდებს – წარმოგიდგენიათ როგორ აღიქვამს რეალობას? რა დღეშია? ან რას ეწევა?
იმედს რომ არბევდა და “გირგვლიანების” მკვლელობას რომ იურიდიულ-პიარულად უპრავებდა მეგობარ მიშას – და რამდენიმე თვის წინ, ბარიკადებისა და სისხლის ღვრის შეკვეთას რომ იღებდა ოდესიდან – ეს ძარღვგაწყვეტილი არსება, მოძღვრავს დღეს ერს და ფედერალური მაშტაბის არხი აქვს ხელში ჩაგდებული, – ფაშისტური ენმ-ის უკანასკნელ ნავსაყუდელს.
ნიკა – ზნეობისა და სინდისის ალცჰეიმერი გჭირს შენ და შენს სამრევლოს.
პ.ს. გამოდი და აღიარე, რომ შენი ჩაწერილი და გავრცელებულია ბურჭულაძესთან საუბარიც, სხვა უამრავი სისაძაგლეც, რომელსაც შენი “დამოუკიდებელი” “ტელეჩიკატილო” – რუსთავი-2 ტირაჟირებს. ბოდიშის მოხდაში ხომ დატრენინგებული ხარ ისედაც. შენი რა მიდის ……”