დღეს ქართული ოცნების რიგით მეოთხე პარტიული ყრილობა ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ჩატარდება.
ცნობილია, რომ დღეს არც პარტიის საარჩევნო სია გახდება ცნობილი და არც გუნდის ახალ სახეებს წარადგენენ. დღეს მხოლოდ პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დასახელდება.
სპორტის სასახლეში მივლენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართული ოცნების მხარდამჭერი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
კომენტარები