უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამარის რეგიონში სიზრანის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ადგილობრივების ცნობით, ქარხანაში ხანძარი გაჩნდა და აფეთქებების ხმა ისმოდა.
გენერალური შტაბის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8.5 მილიონი ტონა ნავთობია.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში ათი რუსული ტანკერი და ოთხი ბორანი დაბომბეს, რომლებიც რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა.
კომენტარები
