არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იქცეს, ნაციონალიზმზე პასუხი კი უფრო დიდი ნაციონალიზმი ვერ იქნება. აუცილებელია სიმართლეზე, მეხსიერებასა და იმედზე დაფუძნებული სოლიდარობის შენარჩუნება, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის ეროვნულ დღეს.
დონალდ ტუსკმა ხაზი გაუსვა ვოლინის ტრაგედიის ყველა მსხვერპლის სახელის დადგენის და ასევე პასუხისმგებლების იდენტიფიცირების აუცილებლობას.
„მოკლულები უსახელოდ არ უნდა დარჩნენ. პოლონეთის რესპუბლიკა არცერთ მათგანს არ დაივიწყებს. მაგრამ მეხსიერება სიძულვილს არ უნდა ემსახურებოდეს“, – აღნიშნა მან.
ვოლინის ტრაგედიის გამო ბოლო პერიოდში პოლონელ და უკრაინელ ოფიციოზს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 83 წლის წინ პოლონელებით დასახლებულ ქალაქ ვოლინში და სხვა დასახლებებში უკრაინის აჯანყებულთა არმიის ქმედებებს ოფიციალური ვარშავა გენოციდად აფასებს და შესაბამისი აქტი საპარლამენტო დონეზეც აქვს მიღებული.
