ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აცხადებეს, რომ მანჰეტენზე მომხდარი აფეთქება აშკარად ტერორიზმის აქტი იყო.
ამასთან, გუბერნატორმა აღნიშნა, რომ აფეთქებასთან ტერორისტული დაჯგუფებების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები აღმოჩენილი არ არის.
აფეთქება 17 სექტემბრის საღამო, ნიუ-იორკის პრესტიჟულ რაიონში ჩელსიში, მანჰეტენის დასავლეთ ნაწილში მოხდა. დაშავდა სულ 29 ადამიანი. მოგვიანებით, აფეთქების ადგილის მახლობლად სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და გაუვნებელყვეს.
კომენტარები