თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მეორე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში იჭიდავებს – მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა იტალიელი ვერონიკა ტონიოლო დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად რუს ქსენია გალიტსკაიას დაუპირისპირდება.
შეჯიბრების მეორე დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება – კაცებში 73 კგ-ში, ქალებში კი 57 და 63 კგ-ში.
წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს 16:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
კომენტარები
