ექსპერტი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„ტყემალი დღის თემა ყოფილა.
ლობიო გვეგონა გადამრჩენელი.
რა ვიცი, არ გვინდა სოფლის მეურნეობაო, “მამაკაცები მუშებად წავიდნენ, ქალები მეძავებადო”, ხომ გახსოვთ ეს სკანდალური მოსაზრება ვის ეკუთვნის?!
გვახსოვს თავდაცვის მინისტრს სოფლის მეურნეობა ებარა, მერს ომის წარმოება…
ახლა რასაც დავდებ ქვემოთ, ამის ნახევარი გაგეკეთებინათ სოფლის მეურნეობაში, მაშინ დავიჯერებდი სიზმრებში სოფლის მეურნეობაზე ზრუნვას:
“აწარმოე საქართველოში” პროგრამით გახსნილი 456 საწარმოს სია:
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3496452583751110&id=100001592097580
სოფლის მეურნეობის 212 საწარმოს სია
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3179575442105494&id=100001592097580
პროგრამის “დანერგე მომავალის” ფარგლებში შექმნილი 59 სანერგე მეურნეობის სია
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3590074014388966&id=100001592097580
ისე, ბალს და ტყემალს გვერდიგვერდ თუ დარგავ, ძალიან მოხერხებულია, შეგიძლია ტყემალზე ახვიდე და ბალი მიირთვა, ან პირიქით…“ – წერს ამირან სალუქვაძე.