ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბატალიონების განლაგებას 2017 წლის მაისიდან დაიწყებს.
როგორც Wall Street Journal-ი წერს, ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ პეტრ პაველმა, ხორვატიაში, ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც გამოცემა წერს, მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილია 1 000 ამერიკელი სამხედროს გადასროლა, რომლებიც ამჟამად გერმანიაში იმყოფებიან.
კომენტარები