ის ძალიან ლამაზი მეუღლე იყო, ისეთი დიდი მოსიყვარულე გულით, ძნელია სიტყვებით აღწერო, დამწუხრებული ვარ ჩემი ულამაზესი თამუნას გამო“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი 41 წლის ქალის მეუღლე პოლ ქერელი წერს.
„ჩემი მშვენიერი მეუღლე 2020 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა. ბავშვების, ენი როუზი და დენიელ ჯეიმს ქერელისდაბადებიდან მალევე. ის ძალიან ლამაზი მეუღლე იყო, ისეთი დიდი მოსიყვარულე გულით, ძნელია სიტყვებით აღწერო. დამწუხრებული ვარ ჩემი ულამაზესი თამუნას გამო“, – წერს გარდაცვლილი ქალის მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის ქალი, რომელიც 9-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპებს ელოდებოდა, სამშობიარო „ჰერაში“ საკეისრო კვეთის დროს გარდაიცვალა.
კომენტარები