გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ რამიშვილის დედა სოციალურად დაუცველთა სიაშია, თავად ადვოკატი ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„მატყუარებო და ცრუპენტელებო!
დედამ შემოგითვალათ, რომ არანაირ სოციალურად დაუცველთა სიაში არ ყოფილა და არც არის, მხოლოდ პანდემიის დროს ორჯერ დაურეკეს და მოვიდნენ.
ერთხელ იყვნენ, როგორც უთხრეს წითელი ჯვრიდან, ხოლო მეორედ ქ.თბილისის მერიიდან და მოიტანეს მცირე ნობათი.
გარდა ამისა ქ-ნ გულნაზი ისეთ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობს, რომ ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც საჭიროა სოციალურად დაუცველთათვის, ის მხოლოდ პერიოდულობით გამგეობას მიმართავს წერილობით მედიკამენტებისთვის, რომელიც მას კანონის თანახმად ეკუთვნის“, – წერს რამიშვილი.
კომენტარები