ეს ამართლებს სამარცხვინო მთავარსარდალს, რომელიც საკუთარ ავტომობილს ასწრებდა თვითმფრინავის ხმაზე გორიდან?! – ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
“პუტინი და რუსეთი არის, არის, არის ოკუპანტი.
მერე?
რას მივაღწიეთ ან ვაღწევთ ამის ყაყანით, ბღავილით, ღრიალით!
რა? ეს ათეთრებს მიშკას, უგულავების, ბოკერიების, თარგამაძეების… და სხვა ნაძირალათა დანაშაულებებს ქართველი ერის წინაშე?!
რა? ეს ათეთრებს მოღალატეობით ჩახოცილ ქართველი ვაჟკაცების წინაშე ჩადენილ საძაგელ დანაშაულებებს?!
რა? ეს ამართლებს სამარცხვინო მთავარსარდალს, რომელიც საკუთარ ავტომობილს, რომ ასწრებდა თვითმფრინავის ხმაზე გორიდან?!
ამის ძახილი და ხავილი ამართლებს “150 ქვების გროვა სოფლების” დაკარგვას?!
ეს ამართლებს უბრძოლველად მიტოვებულ კოდორის ხეობას, სადაც მტერი მათ შორის ხოსრო და მერმეროეც კი რომ ვერ შევიდა?!
ეს ამართლებს ევროსაბჭოს #1633რეზოლუციაზე ხელის მოწერას, რომლითაც საქართველოს დაბრალდა საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყება?!
და ბოლოს გვაჩვენეთ მედვედევ-სარკოზის შეთანხმების დედანი,!
ვინ აწერს მას ხელს და რა წერა ამ დოკუმენტში!”, – წერს ედიშერ გვენეტაძე.