დავით ბაქრაძე იყო სპიკერი და გამპრავებელი სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის და ახლა მიხვდა, როდესაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერზე დავით ბაქრაძეზე განაცხადა.
მინისტრი ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი ხელისუფლებაშიში აღარ უნდა იყვნენ.
„რა თქმა უნდა, ადეიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი აღარასდროს აღარ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. უბრალოდ, სასაცილოა, დავით ბაქრაძე ამას ახლა რომ მიხვდა და არა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ამდენი წელი ხელისუფლებაში. ის იყო მათი მოლაპარაკე დათუნია, პარლამენტის სპიკერი. ის იყო სპიკერი და გამპრავებელი სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის და ახლა მიხვდა, როდესაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ისინი ცუდი ხალხი იყვნენ. არ ვიცი, ამას რა ჰქვია”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.