გაერო-მ სირიაში ყველა ჰუმანიტარული ოპერაცია შეაჩერა.
ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ, სირიის ქალაქ ალეპოსთან გაერო-ს ჰუმანიტარული კოლონა დაიბომბა.
სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ცენტრის მონაცემებით, ავიადარტყმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჰუმანიტარული კოლონის სატვირთო მანქანების მძღოლები და სირიის არაბული წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის თანამშრომლები.
როგორც გაერო-ს ჰუმანიტარული ოპერაციების ხელმძღვანელმა სტივენ ობრაიენმა განაცხადა, თუ დადასტურდა, რომ ავიადარტყმა ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლების წინაააღმდეგ მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს სამხედრო დანაშაულის ტოლფასი იქნება. სტივენ ობრაიენს თქმით, საჭიროა მომხდარის გამოძიება.
კომენტარები