ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ იმედი აქვს, კორონავურისის პანდემია ორი წლის მანძილზე დასრულდება.
მისივე თქმით, ესპანური გრიპის დამარცხებას 2 წელი დასჭირდა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები ვირუსის უფრო სწრაფად დამარცხების საშუალებას იძლევა.
„რა თქმა უნდა, მეტი კავშირები ვირუსის გავრცელების მეტ შანსს აჩენს. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია და ცოდნა მის შესაჩერებლად,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
კომენტარები