რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კვლავ კომაშია, მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ სრული ანგარიში პოლიტიკოსის ჯანმრთელობის შესახებ ორშაბათს გახდება ცნობილი.
პარალელურად, რუსეთში უკვე მიმდინარეობს ალექსეი ნავალნის დისკრედიტაციის მცდელობა. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ ნავალნი გერმანელების აგენტია და მას სამშობლოში არც მკვდარს, არც შეზღუდული შესაძლებლობების უნარით და მითუმეტეს, არც ცოცხალს არ მიიღებენ. ჟირინოვსკიმ ნავალნი ტროცკის შეადარა და ორივეს რუსეთის სირცხვილი უწოდა.
“თუ ის მოკვდება, დუმაში დავსვამთ კითხვას, სად უნდა დაიმარხოს იგი. მაგალითად, სასაფლაოზე, სადაც ჩერნობილის მსხვერპლები დაკრძალეს. ან საერთოდ, როგორც გერმანელების აგენტი, დაიტოვონ თავისთან, ჩვენ ის არც მკვდარი და არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არ გვჭირდება, მისთვის ყველაფერი დასრულებულია, რუსეთისთვის იმაზე ცუდი პიროვნებაა, ვიდრე თავის დროზე ლეონ ტროცკი,” – განაცხადა ჟირინოვსკიმ.