საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა ოპერაცია „ბარხანის“ ფარგლებში ნიგერისა და მალის საზღვარზე ტერორისტების ჯგუფი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Mali Vox-ი ავრცელებს.
17 აგვისტოს ლიპტაკოს რაიონში დრონების საშუალებით გამოვლენილ სამიზნეებზე იერიში ჩადის დედაქალაქ ნჯამენაში დისლოცირებულმა Mirage 2000-ის ტიპის ორმა გამანადგურებელმა მიიტანა. განეიტრალებული ტერორისტების ზუსტი რიცხვი ამ ეტაპზე არ სახელდება.
ლიპტაკოს რაიონში ყველაზე დიდ აქტიურობას დაჯგუფებები „დასავლეთ აფრიკის ისლამური სახელმწიფო“ და „დიდი საჰარის ისლამური სახელმწიფო“ იჩენენ. ორივე დაჯგუფება დაეშის ქვედანაყოფს წარმოადგენს.
კომენტარები