ევროკავშირი ალექსეი ნავალნის სიცოცხლეზე სავარაუდო თავდასხმას, მკაცრად გმობს. შემთხვევას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ეხმაურება.
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და დამნაშავე პირები პასუხისგებაში უნდა მისცეს.
ბერლინის საავადმყოფომ ალექსეი ნავალნის სხეულში მომწამვლელი ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია გუშინ დაადასტურა.
რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები