ამაზონის ჯუნგლებში ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის, ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯუნლგებში ცეცხლი რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა და ამჟამად სულ ხანძრის 1 600-ზე მეტი კერაა, რაც გასული წლის ამავე მონაკვეთთან შედარებით 3-ჯერ მეტია.
ამასთან, ბოლო 12 თვის განმავლობაში ამაზონის ჯუნგლებში ხეების ჭრა 34.5%-ით არის გაზრდილი. გარემოს დამცველი ორგანიზაციები, ბრაზილიის ხელისუფლებას მოუწოდებენ, ტროპიკული ტყეების მასობრივი განადგურება შეაჩერონ.
კომენტარები