ყველასათვის საყვარელი მომღერლის, ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდუსერმა, კახი მამულაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ბათუმის სეზონი დაასრულეს გაუგებრობების გამო.
“ისევ დაკეტეს კლუბები, დღეს შესულან ღამე, დაუჯარიმებიათ და დაუკეტიათ. 3 კონცერტი უნდა გვქონოდა 5-ში, 8-ში და 12-ში. 12-ში სეზონი ისედაც მთავრდება. შესაბამისად ჩვენ დავასრულეთ და აწი რა იქნება არ ვიცი. აზრი აღარ აქვს, გინდა გახსნან და გინდა დაკეტონ,” – განაცხადა პროდუსერმა Report.ge-თან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2-3 სექტემებერს შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბათუმში ღამის კლუბები შემოწმდა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოთხი ობიექტი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ეს ობიექტებია: შპს სამაია (კლუბი კონტე); შპს ვიპ კანუპოსი (UP2U); შპს ს2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო); შპს სექტორი 26 (სექტორი 26). აღნიშნული კლუბები დაჯარიმდა და მათ საქმიანობის უფლება შეუჩერდა