ჩილეში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ Reuters-ი, ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
ბიძგები ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, კოკიმბოში შეინიშნებოდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 25 კილომეტრის სიღრმეში შეინიშნებოდა.
ჩილე სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და ძლიერი მიწისძვრები ხშირია. ბოლო პერიოდის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც მიწისძვრის სიმძლავრემ 8.8 მაგნიტუდა შეადგინა.
კომენტარები