რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქის სასამართლოში ყოფილი პოლიციელის, ვიცეპოლკოვნიკის წინააღმდეგ პროცესი მიმდინარეობს. როგორც lenta.ru-წერს გამოძიება ბრალდებულს დიდი ოდენობით ქრთამის მიღებას ედავება, რომელთა შორის კაფე “ბერეზკაში” ვახშამიცაა, სადაც ვიცეპოლკოვნიკმა ხინკალი მიირთვა.
გამოცემა წერს, რომ ბრალდებული 2019 წლის თებერვალში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ის ბიზნესმენ ძმებს მფარვეობდა, რომლებმაც ძერჟინსკის რაიონში რამდენიმე სავაჭრო ობიექტი გახსნეს. მათ შორის, პოლიციელს არ გაუგზავნია ინფორმაცია ოფიციალური რეესტირსთვის, რომ ბიზნესმენებმა უფრო დიდ ფართობს იკავებდნენ, ვიდრე ქალაქისგან იქირავეს.
საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულმა ქრთამის სახით თავდაპირველად 200 ათასი რუბლი, მოგვიანებით კი იდევ 53 ათასი რუბლი მიიღო. გარდა ამისა, მფარველობისთვის ვიცეპოლკოვნის კაფე “ბერეზკაშიც” ავახმებდნენ, სადაც ბრალდებული ხინკალს და კიტრის სალათს მიირთმევდა.
გამოცემის ცნობით, ვიცეპოლკოვნიკი წარდგენილ ბრალს სრულად აღიარებს.