გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” ყრილობაზე პოლიტ-საბჭოს ახალი წევრები წარადგინა.
ირაკლი კობახიძე
დავით ბაქრაძე
დავით კოღუაშვილი
მამუკა მდინარაძე
ირინა ფრუიძე
რომა კაკულია
სოფიო კილაძე
აკაკი ზოიძე
ზვიად გონაძე
დავით ბაქრაძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი;
დავით კოღუაშვილი – აშშ–ის სამართლის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი; ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი; ამერიკის სახელმწიფო ხაზინის მრჩეველი საბაჟო რეფორმების საკითხებში; ამერიკის კონგრესის სპეციალური ჯილდოს მფლობელი დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ,,ახალი მემარჯვენეების“ დამფუძნებელი;
მამუკა მდინარაძე – იურისტი, სამართლის დოქტორი. ორგანიზაცია „ადვოკატთა ალიანსის“ თავმჯდომარე;
ირინე ფრუიძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი ინტელექტუალურ კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი;
რომან კაკულია – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ამჟამად ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი;
სოფიო კილაძე – საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეციალისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი;
აკაკი ზოიძე – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მკვლევარი;
ზვიად გონაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მაგისტრი;
გარდა ამისა, პოლიტსაბჭოში დარჩნენ ძველი წევრებიც, პარტიის გენერალური მდივანი – კახა კალაძე, დეპუტატები გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, საპარტნიპორი ფონდის ხელმძღავნელი დავით საგანელიძე, ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური.