ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოსკოვში აღნიშნავენ, რომ საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა, მთავარი თემა კი მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გახდა.
„სომხური მხარის ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა მთიანი ყარაბაღის ზონაში სიტუაციის მკვეთრი ესკალაცია განიხილეს“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლში აღნიშნავენ, რომ პუტინმა მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ მოუწოდა.
კომენტარები