„სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს განცხადება წავიკითხე. ის დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაცია თურქული სამხედრო ტვირთების საქართველოს გავლით აზერბაიჯანისთვის მიწოდების შესახებ“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი სოსო მანჯავიძე.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ დივერსიების აღსაკვეთად. ახლა ნამდვილად არ არის რევერანსების დრო
„ამავე დროს, აზერბაიჯანიც და სომხეთიც გაგებით და პატივისცემით ეკიდებიან საქართველოს პოზიციას, რომელიც სამხედრო ტვირთების საქართველოს გავლით გადატანას კრძალავს. მსგავსი დეზინფორმაციების გავრცელება, ასეთ დაძაბულ და ფეთქებადსაშიშ ვითარებაში არის დივერსია. ამიტომ ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ დივერსიების აღსაკვეთად. ახლა ნამდვილად არ არის რევერანსების დრო“, – წერს სოსო მანჯავიძე.
კომენტარები