ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატმა მოინახულა. საპატიმროს დატოვების შემდეგ ლილი გელაშვილმა თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი ციხიდან განცხადებების გაკეთებას გააგრძელებს
“არანაირი ზეწოლის ფაქტები არ ყოფილა. განადგურება არის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით ამ ეტაპზე მორალურს გაუსვა ხაზი. რაც შეეხება წერილებს, ეს ალბათ ეტაპობრივად მოხდება, გაგრძელდება. როდის იქნება ეს, თქვენთვის გახდება ცნობილი. დაველოდოთ, ეს გაცხადდება. მეორე განცხადებაში მან ისაუბრა ამ წერილის ფაქტზე, საიდან და როგორ იყო. ვინმე კი არ გააქრო ან მოიგონა. დაასახელა, რომ ეს წერილი მოდიოდა მამუკა მდინარაძისგან. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს წერილი რეალურად მიიღო და რომ ეს გამოუგზავნა მამუკა მდინარაძემ. როგორც წერია, მამუკა მდინარაძე იყო შემსრულებელი. მე არ ვიცი ვინ ვის რა შეუტანა, მაგრამ მან ეს წერილი მიიღო. მან მითხრა, რომ ის მალე გააკეთებს განცხადებას კიდევ. როდის იგულისხმა მალეში, ეს არ ვიცი” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: უახლოეს დღეებში, ბატონი ირაკლი ეტაპობრივად განცხადებებს კვლავ გააკეთებს (ვიდეო)
19.08.2026 20:36:26
ნანახია: 12 ჯერ
