სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩება, “ნაციონალურ მოძრაობას” გაანადგურებს :
“მეგობრებო, ვინც ეს დღეებია უსმენთ ივანიშვილს, იმედია გესმით, რომ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, არჩევნების მერე წაიღებს რუსთავი2-ს, ჩვენს პარტიას გაანადგურებს და დემოკრატიული ექსპერიმენტი საქართველოში დიდი ხნით დასრულდება.
ვინც დღეს იძახის დასავლეთში, კარგად მიდის საქმეო, უცებ აღმოაჩენს, რომ დემოკრატია საქართველოში აღარ არის და დამთავრდება ყველანაირი ევრო-ატლანტიკური სიამტკბილობა. ხალხი ბიძინას მეორე ვადის პირობებში ისე დაიმშევა, რომ არჩევნებს სავარაუდოდ აღარ დაელოდება მისი ხელისუფლებიდან გასაძევებლად და დავიწყებთ ისევ ნოლიდან…ამიტომ არ შეიძლება ამ კაცის ხელისუფლებაში დატოვება 8 ოქტომბერს!”,- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.