მედიკოსთა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც რეანიმაციის და ინფექციურ სნეულებათა მიმართულების ექიმები არიან, აჭარის რეგიონში არსებული კოვიდცენტრები მოინახულა და არსებული მდგომარეობა შეამოწმა.
ჯგუფის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, რეგიონში არსებული კოვიდცენტრები არსებულ კრიტერიუმებს შეესაბამება. ლევან რატიანი კოვიდინფიცირებულების ზრდას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება:
“თითქმის ყველა კლინიკაში ვიყავი ბათუმში და ქობულეთში. აბსოლუტურად ყველა კლინიკა, სადაც ვიყავი, აღჭურვილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც შეესაბამება კოვიდიცენტრის მართვის დღევანდელ კრიტერიუმებს.
შესაძლებელია გაიზარდოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არ გვყავს აჭარაში კრიტიკული პაციენტები. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, რომ რაც შეიძლება, უნდა ვიყოთ მშვიდად,” – აცხადებს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი.