ცოტნე გამსახურია სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძეს უპირისდება. “ვის გვერდში იდგა, ან გამსახურდიას გვერდში სად იყო, ბოდვაშია უკვე საწყალი! :)) ვის უნახავს შენი გაკეთებული რამე, ბულბულო? შენი ხმა სცენის და სუფრის გარდა ვის გაუგია რამეზე დაძრული საერთოდ ამ ქვეყნის ბედკრულ ისტორიაში?! ერთი “იავნანა” იყო, მთელ საქართველოში – მარკეტებში, აეროპორტებში ფულს აგროვებდი, დიდი ნაწილით ჯიპებს და მიწებს ყიდულობდი საკუთარ სახელზე, პატარა ნაწილით – თითო ბინას მრავალშვილიანებისათვის!
ყველა მაფიოზის, ფულის მათეთრებლის, მექრთამესა და მოღალატის მეხოტბე და გუნდრუკის მკმეველი იყავი, თბილისელებს არაფერი დაგვვიწყებია, გაჩუმდი მაინც… ჰო, შენს სახელზე გაფორმებული 50 ელიტური უძრავი ქონების ერთეული არ დაგიძველდეს, თუ კაცი ხარ, ამ პოლიტიკოსობანაში! :)))))”.
კომენტარები