ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსთან შეხვედრამდე (რომელიც 8 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება) შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრების წევრებს მიმართა.
„ბიჭებო, ასეთ თამაშში მონაწილეობაზე ყველა ვოცნებობდით. ბელარუსის დამარცხება იქნება თითოეული იმ ფეხბურთელის, მწვრთნელის და თანამშრომლის გამარჯვება, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ნაკრებში თამაშობდა და მუშაობდა. თქვენ გაქვთ საუკეთესო შანსი, გააკეთოთ ყველას გასაკეთებელი და გვაჩუქოთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვება. უკეთესი გუნდი ვართ და ყველას უნდა დავანახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. წარმატებები საქართველო“, – წერს შოთა არველაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებები ერთა ლიგის ნახევარფინალში 8 ოქტომბერს ითამაშებენ. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.