თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 4 672 კოვიდინფიცირებულიდან 60 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
„4 672 პაციენტიდან 60 კრიტიკულია, აქედან 59 პაციენტი მართვითი სუნთქვის სხვადასხვა რეჟიმზე იმყოფება. მათგან ცხრა ინფიცირებული ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაემ.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
„ამჟამად, ინფექციურში 42 კოვიდინფიცირებული იმყოფება. კლინიკიდან გუშინ სამი პაციენტი გაეწერა, ასევე სამი დაემატა. მძიმე პაციენტების სიაში ექვსი ინფიცირებულია. არიან საყურადღებო პაციენტებიც. სტაციონარში მოთავსებული პაციენტების უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი.