სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“ დაიკეტა.
არსებული ინფორმაციით სავაჭრო ცენტრის ჩაკეტვის მიზეზი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „თბილისი ცენტრალის“ “ოქროს ბირჟაზე კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა.
სავაჭრო ცენტრი მუშაობას ორშაბათს, 12 ოქტომბერს, დილის 9 საათზე განაახლებს.
კომენტარები