თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კოვიდინფიცირების 519 ახალი შემთხვევიდან 222 აჭარაში გამოვლინდა, 137 კი თბილისში.
„აჭარაში გახლავთ 222 ახალი შემთხვევა, თბილისში 137, იმერეთში 99, ქვემო ქართლში 31, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში 10-10 ახალი შემთხვევა, შიდა ქართლში 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში 5, კახეთში 3, სამცხე-ჯავახეთში ერთი, 4 შემთხვევა კი იმპორტირებულია“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11271 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6119 ადამიანი, გარდაიცვალა 78 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5971 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კომენტარები

