მესტიაში ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სოფლებში სვანური კოშკები მოვინახულეთ, რომელთა რეაბილიტაცია მალე დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, კოშკების რეაბილიტაცია ადგილობრივებს საშუალებას მისცემს დაგეგმონ და განავითარონ მცირე ბიზნესი.
„პროექტის დასრულების შემდეგ, ახალი ბრწყინვალებით გამოჩნდება უბანი, რომლის მიმართაც ტურისტების ინტერესი მაღალია. ეს ადგილობრივებს საშუალებას მისცემს დაგეგმონ და განავითარონ მცირე ბიზნესი.
პროექტის ფარგლებში, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საამაყო ქართველი ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმს“ – წერს არჩილ თალაკვაძე.
კომენტარები