რამაზ შენგელიას შვილი „ტორპედოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის Facebook გვერდზე ვრცელდება.
გიორგი შენგელია ქუთაისის „ტორპედოს“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას შვილია.
„საფეხბურთო კარიერა სწორედ „ტორპედოში“ დაიწყო და ჩვენი კლუბის ღირსებას 5 სეზონის განმავლობაში იცავდა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში“, – ნათქვამია „ტორპედოს“ განცხადებაში.
კომენტარები

