“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი ლაშა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“მითხრეს, რომ ყოფილ მესაზღვრეს და ამჟამად არასამთავრობოთა დედას უთქვამს, რუსეთმა იმიტომ მოგვაწოდა 1938 წლის რუკა, სადაც დავითგარაჯა საქართველოს მხარეს ექცევა, რომ (ყურადღება!) ვერასდროს დავიბრუნოთ დავით გარეჯიო.
თავიდან არც მე მჯეროდა (თქვენსავით), მაგრამ აი, ზუსტი ციტატა:
“ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას. ეს დაკავშირებილია იმასთან, რომ ჩვენ ვერასდროს დავიბრუნოთ დავით გარეჯი”.
ლოგიკური აბსურდის გარდა, ერთი წამოცდენაა მნიშვნელოვანი – იბრუნებ იმას, რაც გადაეცი, – არა?”- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
კომენტარები

