ნიკა გვარამიამ გუშინ თავის ეთერში შეიტანა ნაღმი, რომელსაც ნელნელა დააჯდა და აფეთქდა, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ქალბატონებო და ბატონებო, ნიკა გვარამიამ გუშინ თავის ეთერში შეიტანა ნაღმი, რომელსაც ნელნელა დააჯდა და… აფეთქდა… ვერ გაიგეთ? კარგით აგიხსნით: ბელად სააკაშვილის, ნაცმოძრაობისა და მათი პატარა კლასტერების მთავარმა ფეიკნიუსმეიკერმა გუშინ დადგა მცირე სპექტაკლი, სადაც მოიწვია გიორგი მშვენიერაძე, რომელსაც უნდა აეხსნა და „ გაეპრავებინა“ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების უდანაშაულობა…მაგრამ მოულოდნელად მშვენიერაძემ, და მერე გვარამიამაც აღიარეს, რომ დაკავებულების დანაშაული სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის სწორედ 308 მუხლს ითვალისწინებს ! რა მოხდა? რა და თავის დადებულ ნაღმზე აფეთქდნეენ … ვისაც არ გჯერათ ამ ვიდეოს უყურეთ და კიდევ ერთხელ დატკბით ამ მავნებლების უხეირო და უპასუხისმგებლო მცდელობებით...’ — წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქზე.