ეს წერილი საამაყო ნამდვილად არ არის. დღეს, ამდენი ინფორმაციის საფუძველზე, მე ალბათ დავურეკავდი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს კერძო საუბარში ვთხოვდი მას რესტავრაციის სამუშაოების ჩატარების საშუალებას, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა მის მიერ აზერბაიჯანელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრისას აღნიშნა.
“გამოძიებით უნდა დადგინდეს ვის ეკისრება იურიდიული პასუხისმგებლობა, ვის ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვის ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა, ვინ დაუშვა შეცდომა, ვინ ჩაიდინა დანაშაული. წერილზე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. წერილს ყოველთვის ჰყავს ავტორი და შედგენილი იქნებოდა ან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ან კულტურის სამინისტროს მიერ, ან უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ. ამის დადგენა ადვილად შეიძლება არქივში. ნებისმიერ შემთხვევაში წერილს ჩემი ხელმოწერა აქვს და მე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. ვხსნი მთავარ გარემოებებს, ეს წერილია რ არის დანაშაულებრივი, ამ წერილს ვერავინ გამოიყენებს საქართველოს ინტერესების საზიანოდ, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
ნოღაიდელი ამბობს, რომ არ იცის, იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილი ინფორმირებული წერილის შესახებ.
სოციალურ ქსელში გასაჯაროებული დოკუმენტით გახდა ცნობილი, რომ ყოფილი პრემიერი აზერბაიჯანელ კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში დავით გარეჯს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლად მოიხსენიებს, რომელსაც რესტავრაცია სჭირდება.