ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 208 ადამიანი, 4 კი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია – 14440
გამოჯანმრთელებულია – 7367
მათ შორის გარდაცვლილია – 113
კარანტინის რეჟიმში რჩება – 5792
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1042
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია –
41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.